დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016570 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სამხედრო ძალების გამოყენების საჭიროება საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლს დაემატოს „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ო) სამხედრო ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ბ1) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო;“; გ) პირველ პუნქტს დაემატოს „გ.ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ.ა1) G - 2 სამსახური;“; დ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი;“; ე) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართულ საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციას; საგანგებო სიტუაციების დროს სამხედრო ძალების რეაგირების სისტემის მართვას; საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, მართვას და აღსრულებას კომპეტენციის ფარგლებში; საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებისათვის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადების უზრუნველყოფას;“; ვ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ბ1) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო – ახორციელებს რეზერვის შესახებ ინფორმაციის მიღებას და რეზერვის მართვას; სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას; სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში სამობილიზაციო გეგმით გათვალისწინებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას და აღსრულების მონიტორინგს; სამობილიზაციო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგს;“; ზ) მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) G-1 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის ადამიანური რესურსების მართვას, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადებას, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს; წარმართავს პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და ახორციელებს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვას;“; თ) მე-2 პუნქტს დაემატოს „გ.ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ.ა1) G-2 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;“; ი) მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) G-3 სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს ოპერაციების დაგეგმვას; უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას; საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტირინგს; ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;“; კ) მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი – ახორციელებს რეზერვისტთა მომზადებას, გადამზადებას და შეფასებას; ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ რეზერვისტების მომზადება-გადამზადებას, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციაში, სამხედრო ძალების რეზერვის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 18 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები