დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016571 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №93 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016439) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანა დეპარტამენტის ამოცანაა: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციებისა და ლოგისტიკური მარაგების დაგეგმვა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი გეგმების შემუშავება, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გეგმების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავება.”. 2. მე-3 მუხლს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების გეგმის მხარადასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი გეგმების შემუშავება.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) ინფრასტრუქტურის დაგეგმვის განყოფილება.”. 4. მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) ინფრასტრუქტურის დაგეგმვის განყოფილება – შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტრატეგიული განვითარების გეგმის მხარდასაჭერად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, კომუნალური მომსახურებისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დაგეგმვა და მონიტორინგი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 18 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები