დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016572 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებით (სსმ, №77, 24.06.2009, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.013.212) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფა.“. 3. მე-6 მუხლის: ა) ,,უ“ და ,,ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. ბ) ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქ) კომპეტენციის ფარგლებში სამობილიზაციო გეგმების, სამობილიზაციო დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“. გ) ,,ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლს დაემატოს ,,ც“ და ,,ძ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ც) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიულ და ოპერატიულ (საბრძოლო) დაგეგმვის და აღსრულების პროცესში მონაწილეობა და გეგმების შესაბამისი დანართების/დამატებების მომზადება; ძ) ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირება და ზედამხედველობა.“. 5. მე-13 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მომზადებული რეზერვის პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დახარისხებას და საბრძოლო დანაკარგების შევსების დაგეგმვას და აღსრულების კოორდინირებას და ზედამხედველობას;“. ბ) ,,ბ“-,,ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამობილიზაციო გეგმების, სამობილიზაციო დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;". დ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 18 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები