,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა გავლის წესის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა გავლის წესის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016573
26
16/03/2018
ვებგვერდი, 16/03/2018
120010000.22.026.016573
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა გავლის წესის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №26

2018 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა გავლის წესის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესს დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 71.  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზე  დროებითი ფუნქცია-მოვალეობის  დაკისრება

1. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურში არყოფნის ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამოცემს ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების თაობაზე.

2. მოსამსახურეზე დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების ვადას განსაზღვრავს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

3. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეზე დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამხედო პოლიციის მოსამსახურეზე 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქცია-მოვალოების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

5. დაუშვებელია მოსამსახურეზე ისეთი დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციასა და კვალიფიკაციას.

6. მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქცია-მოვალეობების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება  მოქმედი კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია