„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.020437
122
12/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
130030000.10.003.020437
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2018 წლის 12 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხაში (დანართი №2):

ა) მე-19 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში;“;

ბ) 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე მუხლი:

მუხლი 28. ინფორმაცია სამოქალაქო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმების, ეროვნული სიტუაციური ოთახის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური აღჭურვის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის მართვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, კონკრეტული პროგრამების დაფინანსების, თავშესაფრების მოწყობის, კონკრეტული ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციისათვის საჭირო ღონისძიებების/გეგმებისა და სახელმწიფო მატერიალურ რეზერვებში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვებასთან/მიწოდებასთან/შეცვლასთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.“.

2. იმ უფლებამოსილი პირების ნუსხის, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ (დანართი №3) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.“.

3. იმ უფლებამოსილი პირების ნუსხის, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია (დანართი №4):

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.“;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დეპარტამენტების დირექტორები, მათი მოადგილეები, სამმართველოს უფროსები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი