„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016342
9
12/03/2018
ვებგვერდი, 16/03/2018
010250050.35.110.016342
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2018 წლის 12 მარტი

აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  მერიის  საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.01.6336) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„აბაშის მუნიციპალიტეტის  მერიის  საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.  აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად“;

გ) დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018  წლის  1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი