დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 52 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.136.016272 |
|
,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: |
1. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.“ 6. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3 იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობის გამოანგარიშების ცხრილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვროს:
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: M=NXCXK/12 N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში C – მოსაკრებელი 1კბმ ნარჩენის გატანაზე, C=6 (ლარი) K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა.“ . |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები