დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016425 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016388) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში მოყვანილი მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციარზე (ოჯახზე) დახმარება გაიცემა ერთჯერადად საანგარიშო წლის განმავლობაში, გარდა მე-8 მუხლის (პირველი, მეორე და მესამე პუნქტების), მე-11, მე-13, მე-14, მე-16 მუხლებისა.“ . 2. მე-3 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.“. 3. მე-17 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება“. 4. მე-20 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სოციალური საკითხების განმხილველი საბჭო“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მე-5 და მე-8 მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციართა განცხადებებს განიხილავს სოციალური საკითხების განმხილველი საბჭო, რომელსაც ქმნის, თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, 3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.“; დ) პირველ პუნქტს დაემატოს მე-11 ქვეპუნქტი: ,,11) მე-6, მე-7, მე-9-მე-17 მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათით.“. 5. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები