დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016414 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 15/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016359) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-10 მუხლი მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მერიის პირველადის ტრუქტურული ერთეულებია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური; ბ)პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული-სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური; ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სახელმწიფო შესყიდვების სამსახური სამსახური; თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური; ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; კ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახური“. 2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები: 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, მერის წარმომადგენლებთან მუშაობის ორგანიზება, აგრეთვე საკრებულოსა და მერიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფა. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება. მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების,მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა დაახალგაზდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხრციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდებისა და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად, პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. 6. პირველადი სტრუქტიურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ორგანიზება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების კოორდინაცია, მუნიციპალური და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა-განთავსება, ადგილობრივი გზების მოვლა-პატრონობა და შენახვის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება. 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა. წინადადების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე, ასევე პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მ/შ ვეტერანები, იძულებით გადაადგილებული) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე. 9. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი. 10. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, შესყიდვების წლიური გეგმისა და შესყიდვების ანგარიშის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება. 11. მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 19 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები