„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020436
121
07/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
470000000.10.003.020436
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,830.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,074.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

34.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

161.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

416.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

109.0

6

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

36.0

 

სულ:

1,830.0

 .“.

2. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

 „101. ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე „ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად.“.

3. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა):

ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედვე-ლობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის:

 გ.ა) ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვის მიზნით, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ 6 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არა აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები, მიდევნებასა და ზედამხედველობას;“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,770.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

553.5

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

986.5

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

30.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

80.0

5

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედვე-ლობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3000 ლარისა)

120.0

 სულ

1,770.0

 .“.

4. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მე-3 მუხლის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისათვის, გარდა მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისა, რომლებზეც ტესტებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრის მეშვეობით.“.

5. №11 დანართის (ჯანმრთელობის ხელშეწყობა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,220.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება

800.0

2

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება

46.0

3

ჯანსაღი კვების შესახებ განათლება

46.0

4

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა

30.0

5

C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა

95.0

6

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერებადამოკიდებულების პრევენცია

58.0

7

ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება (მათ შორის, მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე)

145.0

 

სულ

1,220.0

 .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი