ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12 03
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016002
12 03
28/02/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
000000000.00.139.016002
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №1203

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“   საქართველოს   ორგანული   კანონის მე-16 მუხლის მე -2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ქალაქ ბორჯომში პლატოს აღმართის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდეს და ეწოდოს „სადგერის სახელობის  ქუჩა“, თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).

2. განკარგულება გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება   შეიძლება   გასაჩივრდეს    გაცნობიდან ერთი   თვის   ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის  ქუჩა №62 ).

 

საკრებულოს თავმჯდომარე       ზაზა ჩაჩანიძე