დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016002 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №1203
2018 წლის 28 თებერვალი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე -2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ქალაქ ბორჯომში პლატოს აღმართის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდეს და ეწოდოს „სადგერის სახელობის ქუჩა“, თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).
2. განკარგულება გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62 ).
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები