დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.020431 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/03/2018 - 13/12/2018)
|
ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1); ბ) ბაკურიანის თემატური გეგმების დამუშავების პირობები (დანართი №2); გ) ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №3); დ) ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის თემატური რუკები (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. |
| მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №491 დადგენილება; ბ) „ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს №496 დადგენილება; გ) „ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტას ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აგვისტოს №495 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები