ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020432
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
116
06/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
330090000.10.003.020432
ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2018 - 27/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ბაკურიანს  მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების აღწერილობა დანართის მიხედვით.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




  დანართი

 ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია

  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:

ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=376626.813; Y=4615951.098) ემთხვევა ცხრაწყაროს გადასასვლელზე არსებულ 2454.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით ბაკურიანი-ბურნაშეთის გზის გასწვრივ 4.9 კილომეტრზე №2 წერტილამდე;

ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=374762.229; Y=4612427.925) მდებარეობს ბაკურიანი-ბურნაშეთის გზაზე მდინარე ქციას გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით 5.25 კილომეტრზე №3 წერტილამდე;

გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X=369517.647; Y=4612407.450) ემთხვევა 2725.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2.9 კილომეტრზე №4 წერტილამდე;

დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=366703.951; Y=4613079.188) ემთხვევა 2594.8 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 6.4 კილომეტრზე №5 წერტილამდე;

ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X=362508.755; Y=4617927.111) ემთხვევა 2561.3 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 9.0 კილომეტრზე №6 წერტილამდე;

ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=360379.471; Y=4626672.384) ემთხვევა 1475.6 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.3 კილომეტრზე №7 წერტილამდე;

ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=362280.617; Y=4627908.129) ემთხვევა 1677.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 3.4 კილომეტრზე №8 წერტილამდე;

თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X=365677.332; Y=4628389.752) ემთხვევა 1687.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 5.9 კილომეტრზე №9 წერტილამდე;

ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა მისაქცევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1586.0 მ ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 2.3 კილომეტრზე №10 წერტილამდე;

კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=370657.087; Y=4628204.978) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.8 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ბორჯომულას №11 წერტილამდე;

ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=369204.522; Y=4629273.469) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 5.4 კილომეტრზე №12 წერტილამდე;

მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა თორთისის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1996.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.2 კილომეტრზე №13 წერტილამდე;

ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=381807.441; Y=4632001.785) ემთხვევა სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2196.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.5 კილომეტრზე №14 წერტილამდე;

ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=389143.905; Y=4630553.510) ემთხვევა 2000.2 მ. სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 6.8 კილომეტრზე №15 წერტილამდე;

პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=395868.875; Y=4629523.626) ემთხვევა 1888.1 მ. სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 5.76 კილომეტრზე №16 წერტილამდე;

ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=395942.020; Y=4623778.801) მდებარეობს სოფელი წითელსოფელის აღმოსავლეთით 0.2 კილომეტრის დაშორებაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1.7 კილომეტრზე №17 წერტილამდე;

რ) წერტილი №17 (კოორდინატებით: X=395394.928; Y=4622160.588) ემთხვევა 1982.0 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.4 კილომეტრზე №18 წერტილამდე;

ს) წერტილი №18 (კოორდინატებით: X=386980.455; Y=4622852.964) ემთხვევა 1937.0 მ. სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.7 კილომეტრზე №19 წერტილამდე;

ტ) წერტილი №19 (კოორდინატებით: X=386142.979; Y=4621407.574) ემთხვევა მთა საბატკნევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 2272.9 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 3.0 კილომეტრზე №20 წერტილამდე;

უ) წერტილი №20 (კოორდინატებით: X=386753.994; Y=4618598.250) ემთხვევა მდინარის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2098.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდინარე ქციას 3.7 კილომეტრზე №21 წერტილამდე;

ფ) წერტილი №21 (კოორდინატებით: X=384759.762; Y=4615738.667) მდებარეობს მდინარე ქციას ხეობაში მდინარისა და გრუნტის გზის გადაკვეთასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება მდინარე ქციას ხეობას 3.5 კილომეტრზე №22 წერტილამდე;

ქ) წერტილი №22 (კოორდინატებით: X=381279.134; Y=4615253.770) მდებარეობს ბაკურიანი-ტაბაწყურის გზის გადაკვეთაზე მდინარე ქციასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება დასავლეთით 4.7 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.

შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.