დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტების - წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020430 |
|
„ტექნიკური რეგლამენტების –
წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების – წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2014, 300160070.10.003.017891) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. ტექნიკური რეგლამენტის „წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის (დანართი №1) მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი/წიაღის მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან, დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადებში ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ ელექტრონული ფორმით შევსებული საინფორმაციო ანგარიში წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. სტატისტიკური დაკვირვების ფორმები №1-01, 1-02, 1-03 და 1-04 (№3 – №6 დანართები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2018 წლის ანგარიშის ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ფორმით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში წარდგენისას, ლიცენზიის მფლობელს/წიაღის მოსარგებლეს ანგარიში ჩაეთვლება წარდგენილად. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რა ვადაშიც იგი ვალდებულია, 2018 წლის საინფორმაციო ანგარიში წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №3
|
|
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01-ის ,,მონაცემები მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნახშირისა და მეტალებისა) ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ’’ შევსების მითითებები
ა) უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1–01 და მისი შევსების ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ; ბ) ფორმა №1–01-ს ადგენენ სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას; გ) ფორმა №1–01 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და სპეციალური სამთო-ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშების შესაბამისად; დ) ფორმაში მონაცემები აისახება სათანადო პუნქტების სტრიქონებში მაჩვენებლების დასახელების შესაბამისად. ზომის ერთეული სათანადო სტრიქონში შეირჩევა წიაღისეულის სახეობების მიხედვით, მარაგების გამოთვლისათვის მიღებულის შესაბამისად, ტ ან მ3; ე) ფორმა №1–01 ივსება თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.
ა ) ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ნომერი; ბ) რესურსი – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის სახეობა; გ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო; დ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება; ე) წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი; ვ) საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი; ზ) სამრეწველო ტიპი – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო ტიპი;
ა) სტრიქონი 1.1-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი (ჰა/კვ.მ); ბ) სტრიქონი 1.2-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიით განსაზღვრული ჯამური მარაგი. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 1.2-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები; გ) სტრიქონი 1.3 -ში მიეთითება თანმდევი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ოდენობა კატეგორიების მიხედვით. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 1.3-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;
სტრიქონებში 2.1–2.8 აისახება საანგარიშო პერიოდში ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობები, რომელსაც განახორციელებენ წიაღით მოსარგებლეები მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების შესწავლისა და მისი შემდგომი მოპოვების პროცესში.
ა) სტრიქონი 3.1-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.1-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები; ბ) სტრიქონი 3.2-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.2-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები; გ) სტრიქონი 3.3-ში მიეთითება საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის დარჩენილი მარაგების ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.3 - ის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები; დ) სტრიქონი 3.4 -ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.4 -ის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები; ე) სტრიქონი 3.5-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.5-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები; ვ) სტრიქონი 3.6-ში მიეთითება საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის წიაღით სარგებლობის ობიექტზე თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის დარჩენილი მარაგების ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.3 - ის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები;
სტრიქონები 4.1–5.3 ივსება ლიცენზიანტების მიერ, რომელთა წიაღით სარგებლობა დაკავშირებულია სანაყაროების, სპეცსაწყობებისა და შლამ და კუდსაცავების არსებობასთან და ამ ობიექტებზე სასარგებლო წიაღისეულის დაგროვებასთან ან/და მათგან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებასთან. სტრიქონების შევსების წესი ანალოგიურია ზემოაღნიშნულისა.
ა) სტრიქონი 6.1-ში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის გადახდილი მოსაკრებლის ოდენობა; ბ) სტრიქონი 6.2-ში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობა (რეგულირების საფასურის გადამხდელთათვის);
2. უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01 ,,მონაცემები ნახშირისა და მეტალების ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ’’ შევსების მითითებები
ა) სტრიქონი 1.1-ში მიეთითება საბადოს ან გამოვლინების დასახელება; ბ) სტრიქონი 1.2-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის უბანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შახტის სახელწოდება, სანაყარო ან საწყობის დასახელება;
ა) სტრიქონი 2.1-ში მიეთითება საბადოს ან გამოვლინების გამადნების ტიპი; ბ) სტრიქონი 2.2-ში მიეთითება თითოეული გამადნების ტიპში შემავალი რესურსი ცალ-ცალკე კატეგორიების შესაბამისად; გ) სტრიქონი 2.3-ში მიეთითება გამადნების ტიპში შემავალი რესურსის პროცენტული შემცველობა; დ) სტრიქონი 2.4-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი ლიცენზიის მიხედვით;
ა) სტრიქონი 8.1-ში მიეთითება თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო კატეგორიები; ბ) სტრიქონი 8.2-ში მიეთითება იმ რესურსების ჩამონათვალი, რომელიც მოიპოვება ძირითად რესურსთან ერთად; გ) სტრიქონი 8.3-ში მიეთითება თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა;
დანართი №4 სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02-ის „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა მდგომარეობისა და შესწავლის შესახებ“ შევსების მითითებები
ა) ფორმა №1-02-ს ადგენენ სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას; ბ) ფორმა №1-02 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული მაჩვენებლების, შესაბამისი წიაღით სარგებლობის ობიექტის შესახებ ინფორმაციისა და წიაღის შესწავლის პროცესში შესაძლო გადათვლილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად; გ) ფორმაში მონაცემები აისახება სათანადო თავების სტრიქონებში მაჩვენებლების დასახელების შესაბამისად. ზომის ერთეული შეირჩევა წიაღისეულის სახეობის მიხედვით, მარაგების გამოთვლისათვის მიღებულია მ3/დღ.ღ და ტ/დღ.ღ.;
ა ) ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ნომერი; ბ) რესურსი – ამ პუნქტში მიეთითება წყლის ტიპი ; გ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო; დ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება; ე) წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი; ვ) საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი; ზ) სამრეწველო ტიპი – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო ტიპი;
ა) სტრიქონი 1.1-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი (ჰა/კვ.მ); ბ) სტრიქონი 1.2-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის (ჭის ან ჭაბურღილის) სიღრმე; გ) სტრიქონი 1.3-ში მიეთითება დასამტკიცებელი ან დამტკიცებული სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ ინფორმაცია; დ) სტრიქონი 1.4-ში მიეთითება ლიცენზიით განსაზღვრული დებიტი მარაგების სამრეწველო კატეგორიების შესაბამისად. სავალდებულოა ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიების მითითება;
ა) სტრიქონი 2.1 - ში მიეთითება საბადოს სახეობა – ბუნებრივი წყაროს, ჭის, ჭაბურღილის რაოდენობა; ბ) სტრიქონი 2.2-ში მიეთითება ექსპლუატაციაში მყოფი წყლითსარგებლობის ობიექტის ფაქტობრივი მარაგები სამრეწველო კატეგორიების მიხედვით. სავალდებულოა პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიების მითითება. დანართი №5 უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-03
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-03-ის „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების, მოპოვებისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ“ შევსების მითითებები
ა) ფორმა №1-03-ს ადგენენ მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავების წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას; ბ) ფორმა №1-03 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სარეჟიმო ჰიდროგეოლოგიური მონაცემების, წიაღით სარგებლობის განვითარებისას მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობის გაანგარიშებების და წიაღით სარგებლობის გადასახდელების გადახდის მდგომარეობის შესაბამისად;
ა ) ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ნომერი; ბ) რესურსის ტიპი – ამ პუნქტში მიეთითება წყლის ტიპი ; გ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო; დ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება; ე) წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი; ვ) საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი;
დანართი №6 უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-04 მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-04-ის მონაცემები „მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ“ შევსების მითითებები საერთო მითითებები: ა) ფორმა №1-04-ს ადგენენ მიწისქვეშა სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას; ბ) ფორმა №1-04 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და შესაბამისი წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სამთო-ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები