დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიში (2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | EG-04/1058 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - აწარმოე საქართველოში |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიში
(2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე )
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში სააგენტო) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 31 განცხადება, რომლებიც, განმცხადებელთა მითითებით ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეფასებით, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე, მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოში შემოვიდა სულ 31 (ოცდათერთმეტი) განცხადება. საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 28 (ოცდარვა) მოთხოვნა, ხოლო 3 (სამი) შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს.
სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია სააგენტოს უფროსი იურისტი, ირაკლი ბუთბაია.
გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა/გაცემაზე უარის თქმა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების არცერთი ფაქტი.
ე) 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით სააგენტო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქათველოს კანონს.
ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სააგენტოში არ დაფიქსირებულა საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
ზ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, ხარჯები არ წარმოშობილა.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ნასარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები