დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016975 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100110000.22.038.016564) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანისას, დაწესებულების მთავარი ექიმი ან მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმი, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანისას სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს მკურნალი ექიმი, ტელეფონით უკავშირდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსს ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსს და მოახსენებს ინფორმაციას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აფასებს გაყვანა/გადაყვანის საჭიროების საკითხს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისთვის მოიძიებს შესაბამის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს, ტელეფონით უკავშირდება და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს განყოფილებას. განყოფილება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გაყვანა/გადაყვანისას, ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. ამ წესის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანა ხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან სამინისტროს სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსის ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის შესახებ განყოფილებიდან მიღებული დადებითი ან უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მოხსენებითი ბარათით მიმართავს შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეს და მოახსენებს განხორციელებული/განუხორციელებული ბადრაგირების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები