„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016318
90
06/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010250050.35.121.016318
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №90

2018 წლის 6 მარტი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის N67 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016295) დანართში „ვანის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის  დებულება“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 1-ლი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. დანართის 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.“.

3. დანართის  მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის.“.

4. დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის რეორგანიზაცია  ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი