„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №66 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016317
89
06/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010250050.35.121.016317
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №66 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №89

2018 წლის 6 მარტი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №66 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის  მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 25 იანვრის №66 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016294) დანართში „ვანის  მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის  დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია  ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი