„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016313
85
06/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010250050.35.121.016313
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №85

2018 წლის 6 მარტი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016289) დანართში – „ვანის  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის  დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:    

1. დანართის  1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;“

2. დანართის  1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. დანართის  1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

4. დანართის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურის მისამართია: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქუჩა №65.“.

5. დანართის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი მიზანი და ამოცანები

1. სამსახურის ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მათ შორის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა;

გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა;

დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა  არსებული პროგრამების მიხედვით;

ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით;

ვ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება;

ზ) II  მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა;

თ) ომის, შრომისა და სამხედრო  ძალების  ვეტერანთა  საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან   თანამშრომლობა;

ი)  საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოსა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

6. დანართის  მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1.  სამსახურს უფლება აქვს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის სოციალური  და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი;

ბ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან; ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი;

გ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ;

დ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი;

ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მერისთვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა;

გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას;

დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი;

 ე) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და  დაცვაზე;

ვ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და  შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

7. დანართის  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის რეორგანიზაცია  ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი