სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020425
110
06/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
040030000.10.003.020425
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. სოციალური და ხელოვნების მიმართულებით ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროგრამების განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი