„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016394
15
06/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010250050.35.161.016394
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 6 მარტი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/18, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016382) და დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამა“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი



         დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამა

ეს პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

1. სოციალური დახმარებების პრიორიტეტების გამოკვეთა.

2. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

3. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირების მონაცემთა ბაზის წარმოება და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა.

მუხლი 2. დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 3. პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამა ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლეები

პროგრამით მოსარგებლეები არიან ქვეპროგრამებით განსაზღვრული ბენეფიციარები.

მუხლი 5. ავადმყოფთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამა (კოდი 06 02 01)

1. ბენეფიციარს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 150 000-მდე და ესაჭიროება: გეგმური სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაცია, კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბაროსკოპია და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა (25 წლის ასაკამდე), თვალის ლაზერული ქირურგია, იოდით თერაპია, მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, სხვა სამედიცინო და სამკურნალო მომსახურება, თუ არ ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის მიერ ნაწილობრივ, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობისა. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა და კალკულაცია;

გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ვ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

კ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება); სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

ლ) დევნილის მოწმობის ასლი;

მ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

ნ) ანგარისწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. ონკოლოგიური ავადმყოფის ონკოლოგიური მანიპულაციებისთვის საჭირო კვლევა მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია;

ე) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

კ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება,შეთანხმება); სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

ლ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;

მ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

ნ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო, სამკურნალო და სტაციონარული  მომსახურება,  თუ  მომსახურება არ ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის მიერ ნაწილობრივ, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობისა. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა და კალკულაცია;

ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

კ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება); სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

ლ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;

მ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

ნ) ანგარისწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს სამედიცინო, სამკურნალო და სტაციონარული მომსახურება მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობისა. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა და კალკულაცია;

გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ა);

ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ზ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

კ) იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ლ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული.

მუხლი 6. ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (კოდი 06 02 05)

1. მრავალშვილიანი ოჯახებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას (4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს) დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა: 4 შვილზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; 5 შვილზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 6 შვილზე – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით; 7 შვილზე – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით; 8 შვილზე – 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

2. სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

3. იძულებით გადაადგილებული პირებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75000-ს, დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არიან რეგისტრირებული;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ზ) საბანკო რეკვიზიტები;

თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

4. მარტოხელა მშობლების დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას);

დ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

6. ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველყოფისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და არ აფინანსებთ სახელმწიფო პროგრამა, დახმარება განხორციელდება თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი (ფორმა №100);

გ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

დ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

7. ბენეფიციართა იმ კატეგორიაზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს, დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

დ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ე) საბანკო რეკვიზიტები.

მუხლი 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ქვეპროგრამა (კოდი 06 02 06)

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა (თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას.

2. ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, საკრებულოს მაჟორიტარი წევრისგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან – უპატრონო მიცვალებულის შესახებ;

ვ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. დახმარება გაიცემა:

ა) 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) 300 (სამასი) ლარის ოდენობით დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების შემთხვევაში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მუხლი 8. დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების ქვეპროგრამა (კოდი 06 02 07)

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალეზზე დამიკიდებულ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტის მიერ მათ ჩაერიცხებათ თანხა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV – 100/ა);

დ) წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

მუხლი 9. C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარების ქვეპროგრამა (კოდი – 06 02 08)

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამის ფარგლებში, კერძოდ, თანადაფინანსება, წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

მუხლი 10. დედმამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის ქვეპროგრამა (კოდი – 06 02 09)

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედმამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერის, კერძოდ, დედმამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს).

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება.

ბ) მეურვის/მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

ვ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ზ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

მუხლი 11. უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა  დახმარების ქვეპროგრამა (კოდი – 06 02 10)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული გაჭირვებული მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და მორალურ მხარდაჭერას. დახმარება გაიცემა:

1. სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს, 1-წლიანი დახმარება, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველსაყოფად, თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით თვეში.

2. ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახების, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველსაყოფად, ბინის ქირის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით თვეში.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);

გ) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც მითითებული იქნება ქირავნობის თანხის ოდენობა;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;

ვ) გამქირავებლის ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი 3 მეზობლის ხელმოწერით (ნოტარიუსით დამოწმებული);

ზ) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი;

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ი) საბანკო რეკვიზიტი;

კ) ანაზრაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

მუხლი 12. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (კოდი – 06 02 11)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას.

1. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეს – 500 (ხუთასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით დახმარება მიეცემათ 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღის აღსაღნიშნავად.

3. ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების (გარდა მეორე სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს) დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. შშმ ვეტერანების დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღის აღსაღნიშნავად.

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ზ) საბანკო რეკვიზიტები;

თ) ქორწინების მოწმობის ასლი;

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

მუხლი 13. ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამა (კოდი 06 02 12 )

1.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალურ დახმარებას.

2.  ხანდაზმულებს დახმარება მიეცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით:

ა) 1 ოქტომბერს – უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით;

ბ) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დახმარება მიეცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა (კოდი – 06 02 13)

1.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ პირების ფინანსურ მხარდაჭერას და რეინტეგრაციას საზოგადოებაში.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება მიეცემათ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (წელიწადში ერთხელ):

ა) დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბენეფიციარებს (18 წ-მდე ასაკი) – 21 მარტს;

ბ) აუტიზმით დაავადებულ ბენეფიციარებს (18 წ-მდე ასაკი) – 2 აპრილს;

გ) ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს (18 წ-მდე ასაკი) – 1 ივნისს;

დ) ეტლს მიჯაჭვულებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებს, მეტყველება და სმენადაქვეითებულებს – 3 დეკემბერს.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვემ/ მზრუნველმა/ მხარდამჭერმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის ყოლის შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 15. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების ქვეპროგრამა (კოდი – 06 02 014)

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას და პირობების გაუმჯობესებას.

2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) წერილი შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;

ე) ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიში;

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 16. სტუდენტების დახმარების ქვეპროგრამა (კოდი – 06 02 015)

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტების სოციალურ დახმარებას, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, დახმარება გაიცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში (01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე), დახმარება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

ა) დედ-მამით ობოლი;

ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრი, თუ ოჯახში 1 ან მეტი სტუდენტია (თითოეულზე);

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

2. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

დ) განმცხადებლის და მისი და-ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები ( მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურების მიზნით (საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ყოველი თვის 25 რიცხვამდე);

ზ) წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან;

თ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება

1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

2. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება მუნიციპალიტეტის მერიაში.

3. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზეც თანხები გამოიყოფა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალური დახმარებების“ ქვეპროგრამებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

5. მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ვადად განისაზღვრება 2 თვე.

6. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ პროგრამით განსაზღვრულ რომელ კატეგორიას (მუხლი, პუნქტი) მიეკუთვნება ყოველი კონკრეტული შემთხვევა.

7. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარებას, გარდა სტომატოლოგიის და პლასტიკური ოპერაციებისა.

მუხლი 18. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია (გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად.

2. სამსახური ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შემოსულ განცხადებებს განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ დროებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს.

3. სამსახური სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.

მუხლი 19. დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი

1. ამ ქვეპროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. ჯგუფში შედიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. დროებითი სამუშაო ჯგუფი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

4. სამუშაო ჯგუფმა მატერიალური დახმარება შეიძლება გასცეს ერთ ოჯახზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ (უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში – ორჯერ).

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შეიძლება გაიცეს დახმარება განსხვავებული თანხის ოდენობით, რომელიც დაფიქსირებული იქნება ოქმში.

6. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

8. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.

10. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ (გაცემული საგარანტიო წერილის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტს.

2. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციით ირკვევა სამედიცინო დახმარების სასწრაფო დაყოვნებული ან გადაუდებლად მიღების აუცილებლობა, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის გარეშე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა). გადაწყვეტილების შესაბამისად, საგარანტიო წერილს ამზადებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

მუხლი 21. დახმარების გაცემის წესი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გადაგზავნას, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული მოდულის მეშვეობით მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი დოკუმენტების გადაგზავნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონული მოდულის მეშვეობით.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების უნაღდო ანგარიშსწორებით დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 22. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობის განსაზღვრა.

3. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა.

4. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუხლი 23. პროგრამის შედეგი

1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა.

2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

3. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

4. პროგრამის კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.

5. პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.