დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016312 |
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სტრუქტურული ერთეული – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური, რომელიც ახორციელებს დაწესებულების ავტორიზაციას და საკოორდინაციო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშგებას. ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს მონიტორინგს, შეფასებასა და ანგარიშგებას, თითოეული ამ დადგენილებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, მათთვის დებულებით (წესდებით) ან/და სხვა სამართლებრივი აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“. |
| მუხლი 2 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სტრუქტურული ერთეული – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები