„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016729
37
13/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010340000.22.034.016729
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №37

2018 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07.08.2014.,  სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;“;

ე) „ი“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;

1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „დ“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9.  უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ახორციელებს დაკავებული/მოთავსებული პირის იდენტიფიცირებას;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოში მყოფ უცხოელთათვის;“;

ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების შესახებ საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;“;

ვ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) უზრუნველყოფს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებას და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს;“;

ზ) „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“–„ჰ“ ქვეპუნქტები:

„ჩ) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის ვიზირებას;

ც) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში;

წ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ჭ) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ხ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;

ჰ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის ან/და გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს;“;

გ) „ჟ“ და „ჟ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უზრუნველყოფს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანას/ესკორტირებას;

1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;“;

დ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“–„ღ“ ქვეპუნქტები:

„ს) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს;

ტ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას;

უ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებას;

ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

ქ) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას;

ღ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

მუხლი 13. უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება

უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:

ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;

ბ) მონიტორინგის შედეგად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აყენებს დეპარტამენტის მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და უზრუნველყოფს სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას;

გ) განიხილავს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;

დ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია