„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016138
4
07/03/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
010240060.57.069.016138
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №4

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;“;

ა.ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) შერჩევა-შეფასება – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა, გარდა ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელ ფიზიკურ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც სატენდერო კომისიის ან სატენდერო კომისიის აპარატის წევრს, იმავე მიმწოდებლის (პრეტენდენტის) მიმართ უკვე დადასტურებული აქვს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას.“;

გ) მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით, ინვოისით ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. სატენდერო კომისიამ წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სატენდერო დოკუმენტაციაში, თუ რა სახის დოკუმენტაციით უნდა დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.“;

დ) 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 160 დღე;

ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

3. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება:

ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე;

ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.“;

ე) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით, გარდა ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“;

ვ) 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული არ არის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება და დაზუსტებას საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

გ) ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის მოთხოვნასთან ერთად, ერთ-ერთი მათგანის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში, სატენდერო კომისიის მითითების შესაბამისად – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას და ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული არ არის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. ამასთან, თუ ხარჯთაღრიცხვა (განფასება) უნდა დაზუსტდეს ნიმუშის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში, ხარჯთაღრიცხვა (განფასება) დაზუსტებული უნდა იქნეს არაუგვიანეს ნიმუშის წარდგენის დღისა. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;“;

ზ) 30-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-8 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

5. გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

თ) 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

თ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-19 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;“;

თ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;“;

ი) 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს გამარჯვებული პრეტენდენტი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან/და შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი, თუ ჩამოთვლილი საფუძვლებით მიმწოდებლის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლების შესაძლებლობა და პირობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.“;

კ) 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან ერთად ან მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ წინასწარი ანგარიშსწორება გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე.“;

ლ) მე-40 მუხლის:

ლ.ა) მე-7–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე.

9. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში) აფასებს მისი/მათი დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

10. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში) დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას/მათ, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

ლ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.“;

ლ.გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა მოწმდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შეფასებასთან ერთად.“;

მ) 41-ე მუხლის

მ.ა) მე-6–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე.

8. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში) აფასებს მისი/მათი დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

9. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში) დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას/მათ, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

მ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.“;

მ.გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან, ხოლო თუ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გასაჩივრდა – საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვიდან ერთი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მე-2 სამუშაო დღეს, ელექტრონულ ტენდერს ენიჭება ტენდერის სტატუსი „მიმდინარეობს დამატებითი რაუნდები“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის პრეტენდენტები, რომელთა ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება სატენდერო პირობებს. დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე, საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების მონაწილე პრეტენდენტთა წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ვლინდება გამარჯვებული – პრეტენდენტი, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში დააფიქსირა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.“.

2. ბრძანების №2 და №3 დანართები შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართებით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე




დანართი №2

იმ მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე

 

CPV კოდი

CPV კოდის დასახელება

1

50100000

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები 

2

50200000

თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

3

50300000

პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

4

50500000

ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

5

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

6

51700000

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი

7

55500000

სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

8

65100000

წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

9

66500000

სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

10

79500000

ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

11

85100000

ჯანდაცვის სამსახურის მომსახურებები

12

90400000

ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

  დანართი №3

 

კითხვარი, რომელსაც ელექტრონულად ავსებს შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მიზნით

 

კითხვარი

სავალდებულო ველები

პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტი

ტექსტური ველი

დოკუმენტის ასატვირთი ველი

1. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია

 

 

 

 

1.1 მიუთითეთ შესყიდვის ობიექტის დასახელება

კი

 

კი

 

1.2 მიუთითეთ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

კი

 

კი

კი

1.3 ატვირთეთ ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა

კი

 

 

კი

1.4 მიუთითეთ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა

კი

 

კი

 

1.5 მიუთითეთ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

კი

 

კი

 

1.6 მიუთითეთ შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა

კი

 

კი

 

1.7 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ?

 

კი/არა

 

 

1.7.1 მიუთითეთ საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2. ტექნიკური მოთხოვნები

 

 

 

 

2.1 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ?

 

კი/არა

 

 

2.1.1 მიუთითეთ, თუ რა ინფორმაცია მოითხოვება შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით

კი

 

კი

კი

2.2 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ?

 

კი/არა 

 

 

2.2.1 მიუთითეთ პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.3 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ?

 

კი/არა 

 

 

2.3.1 მიუთითეთ პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.4 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ?

 

კი/არა 

 

 

2.4.1 მიუთითეთ პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.5 მოითხოვება თუ არა დეტალური ინფორმაცია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (გეგმა-გრაფიკი)?

 

კი/არა 

 

 

2.5.1 მიუთითეთ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან (გეგმა-გრაფიკი) დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.6 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ (გარდა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისა)?

 

 კი/არა

 

 

2.6.1 მიუთითეთ პრეტენდენტის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.7 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებით?

 

კი/არა 

 

 

2.7.1 მიუთითეთ ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.8 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ?

 

კი/არა 

 

 

2.8.1 მიუთითეთ ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

კი

2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები

 

 

კი

კი

3. ნიმუში ან / და ექსპერტიზის დასკვნა

 

 

 

 

3.1 მოითხოვება თუ არა ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა?

 

 კი/არა

 

 

3.1.1 მიუთითეთ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

3.1.2 მიუთითეთ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა

კი

 

კი

 

3.1.3 მიუთითეთ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი

კი

 

კი

 

4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ ( ებ )

 

 

 

 

4.1 მოითხოვება თუ არა სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა?

 

კი/არა 

 

 

4.1.1 მიუთითეთ კონკრეტულად, თუ რა დოკუმენტ(ებ)ით უნდა დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა

კი

 

კი

 

4.1.2 მიუთითეთ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა

კი

 

კი

 

4.1.3 მიუთითეთ კონკრეტულად, თუ რის საფუძველზე არ იქნა გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება

კი

 

კი

 

5. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ ( ებ )

 

 

 

 

5.1 მოითხოვება თუ არა პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი?

 

კი/არა 

 

 

5.1.1 მიუთითეთ, თუ რამ განაპირობა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა

კი

 

კი

 

5.1.2 მიუთითეთ იურიდიული პირისთვის წაყენებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

5.1.3 მიუთითეთ ინდივიდუალური მეწარმისთვის წაყენებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

5.1.4 მიუთითეთ ფიზიკური პირისთვის წაყენებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

5.1.5 მიუთითეთ ამხანაგობისთვის წაყენებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

5.1.6 მიუთითეთ არარეზიდენტი პირისთვის წაყენებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

5.1.7 მიუთითეთ წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის წაყენებული მოთხოვნები

კი

 

კი

 

6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

 

 

 

 

6.1 მიუთითეთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა

კი

 

 

 

6.2 მიუთითეთ სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა

კი

 

 

 

6.3 მიუთითეთ გარანტიის მოქმედების ვადა

კი

 

კი

 

6.4 მიუთითეთ გარანტიის პირობები

კი

 

კი

 

6.5 მოითხოვება თუ არა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია?

 

კი/არა 

 

 

6.5.1 მიუთითეთ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა

კი

 

კი

 

6.5.2 მიუთითეთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა

კი

 

 

 

6.5.3 მიუთითეთ სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა

კი

 

 

 

6.5.4 მიუთითეთ გარანტიის მოქმედების ვადა

კი

 

კი

 

6.5.5 მიუთითეთ გარანტიის პირობები

კი

 

კი

 

7. ანგარიშსწორების პირობები

 

 

 

 

7.1 გამოიყენება თუ არა წინასწარი ანგარიშსწორება?

 

კი/არა 

 

 

7.1.1 მიუთითეთ წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები

კი

 

კი

 

7.2 მიუთითეთ ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები

კი

 

კი

 

7.3 მიუთითეთ ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები

კი

 

კი

 

8. ხელშეკრულების პროექტი

 

 

 

 

8.1 ატვირთეთ ხელშეკრულების პროექტი

კი

 

 

კი

9. საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია

 

 

 

 

9.1 მიუთითეთ სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები

კი

 

კი

 

10. დამატებითი ინფორმაცია / დოკუმენტები

 

 

 

 

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

 

 

კი

კი

11. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

 

 

 

 

11.1 ატვირთეთ სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

კი

 

 

კი

 შენიშვნა:

1. კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად, სისტემა ავტომატურად ხსნის კითხვარის შესაბამის ველს.

2. სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

3. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს.