დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016382 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014; 010260020.35.137.016114), კერძოდ:
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.რეორგანიზაცია არის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება მუნიციპალიტეტის მერიის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება მუნიციპალიტეტის მერიის ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 2.მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი გამოსცემს მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაგეგმვა იწყება მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღებისთანავე. დაგეგმვის ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი.“. 3.დადგენილებით დამტკიცებული დანართის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი გამოსცემს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3.მერიის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის დაგეგმვა იწყება მერიის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. დაგეგმვის ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია შეიმუშაოს სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები