საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შომახეთში შიუკეების უბნისთვის უჩა მაჭარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე

  • Word
საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შომახეთში შიუკეების უბნისთვის უჩა მაჭარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54 11
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016001
  • Word
54 11
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
000000000.00.130.016001
საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შომახეთში შიუკეების უბნისთვის უჩა მაჭარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №54 11

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შომახეთში შიუკეების უბნისთვის უჩა მაჭარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე

,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის“   24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა  დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის №10 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შომახეთში, შიუკეების უბანს მიენიჭოს უჩა მაჭარაშვილის სახელი (დანართი რუკა თან ერთვის).

მუხლი 2 . განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი  4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

მუხლი    5.     განკარგულება    მისი    მიღებიდან    10    დღის    ვადაში    გამოქვეყნდეს

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 6. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                        ლევან ივანაშვილი