„წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016275
18
05/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010250050.35.155.016275
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2018 წლის 5 მარტი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის  №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის  №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/10/2015, 010250050.35.155.016174) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  მიერ  მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„წალკის  მუნიციპალიტეტის მერის  და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 1

წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 2

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე  (www.tsalka.gov.ge)   ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს“.

8.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.tsalka.gov.ge).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი