„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016390
23
05/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010260020.35.166.016390
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 5 მარტი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში  (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260020.35.166.016357) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

გ. საქმისწარმოების განყოფილება;

დ. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ე. მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება;“

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები

მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას.

2. მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით.

3. მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.

4. საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების - შემოსული და გასული დოკუმენტაციის  - სათანადოდ გაფორმებას.

5.  საფოსტო მომსახურების წარმოებას.

6. გასული დოკუმენტაციის ადრესატებთან ჩაბარების უზრუნველყოფას.

7. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“ .

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1.  მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს.

2. მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას.

3.  ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას.

4. საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების - სამართლებრივი აქტების - სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში;

5. საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და არქივირებას.

6. გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან.

7. უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას.

8. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

4. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები

მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  კოორდინაციის  განყოფილება  დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  კოორდინაციას.

2. მერის წარმომადგენლებთან  შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზებას.

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების კოორდინაციას.
4. მერის წარმომადგენლების დროულ ინფორმირებას მერიის საქმიანობის იმ მიმართულებებზე, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულთან/ერთეულებთან დაკავშირებული  სათანადო ინფორმაციის დროულ მოპოვებასა და დამუშავებას.    

5. მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას ადგილობრივ თვითმმართველობათა   ეროვნულ ასოციაციასთან.

6. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი