სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016541
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/100
05/03/2018
ვებგვერდი, 06/03/2018
310150000.22.024.016541
სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2018 - 31/03/2022)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/100

2018 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) 8.2.1.1 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის  №1422     განკარგულებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის  მე-4 და მე-5 პუნქტებისა და  „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის  №177 განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1). 
მუხლი 2
დამტკიცდეს „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2). 
მუხლი 3
დამტკიცდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმისა და აღწერილობის შესაბამისად დამზადებული ნიმუში (დანართი 3).
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი