,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016574
27
16/03/2018
ვებგვერდი, 16/03/2018
120010000.22.026.016574
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №27

2018 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში  შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-18 მუხლის:

მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, რომელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოსამსახურის უღირსი საქციელის მოტივით სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით.“;

) მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება შესაბამისი მასალების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის დღიდან.“.

2. 21- მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/გათავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. ;

მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 22- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 22. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში:

ა) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან ჩადენილი სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღეს. თუ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი  სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან;

ბ) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს. ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია