„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016284
17
05/03/2018
ვებგვერდი, 12/03/2018
010250020.35.120.016284
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 5 მარტი

ქ. სამტრედია

 

,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი,  02/02/2018. სახლმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016269) შეტანილ იქნეს ცვლილება.
მუხლი 2
1. ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №2 დადგენილების მუხლი „2“-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.
4. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე მთავრობის სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;
დ) ამ კანონის შესაბამისად, ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;  
ე) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;
ზ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
თ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ი) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
კ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;  
ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
მ) საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ნ) ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ო) მერიის  და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
პ) საკრებულოს აპარატის, მერიის  სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ჟ) საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
რ) მერიის  სამსახურების უფროსების, მერიაში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ს) მუნიციპალიტეტის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის  სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ტ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
უ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, www.samtredia.com.ge მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ  (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანევე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია