დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.167.016372 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, 010250040.35.167.016123). |
| მუხლი 2 |
1. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დებულების
(რეგლამენტს
) მე
-6 მუხლის მე
-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
„2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ან მერიის ადმინისტრაციულ შენობაში . საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით , ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით დადგენილი წესით .“. 2. დებულების მე -20 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის , დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით . ბიუროს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირებს ურიგდებათ ან ეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე ბიუროს სხდომის მასალები სხდომამდე 1 დღით ადრე მაინც , რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი .“. 3. დებულების მე -20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი : „21. გადაუდებელი აუცილებლობისას საკრებულოს ბიუროს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად . ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილი , დრო და დღის წესრიგი , ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას – ინფორმაცია სხდომის დახურვის შესახებ .“. 4. დებულების მე -20 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. ბიუროს სხდომა იწყება ბიუროს წევრთა რეგისტრაციით . რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი . საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი . თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო ქვორუმი ვერ შედგა , საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ბიუროს სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის , თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა ქვორუმი , სხდომა გადაიდება მომდევნო დღისთვის .“. 5. დებულების მე -20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი : „31. ბიუროს სხდომის გახსნის შემდეგ , ბიუროს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ . გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით .“. 6. დებულების მე -20 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა . კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას , აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის , გადაყენების , მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას , ან მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში , კომისიის თავმჯდომარეს ხმის იმავე უფლებით ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე . ფრაქციის თავმჯდომარეს – მისი მოადგილე (ერთ -ერთი მოადგილე ), ან ფრაქციის წევრი სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში .“. 7. დებულების 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი : „21. ფრაქციების ორგანიზაციულ -ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი .“. 8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი : „თავი VI1. საკრებულოს თანამდებობის პირების შვებულებით სარგებლობისა და საკრებულოს წევრების მივლინების წესი მუხლი 391. საკრებულოს თანამდებობის პირების შვებულება საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარე , მისი მოადგილე , საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე , ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ) „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე . მუხლი 392. საკრებულოს თავმჯდომარის , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებით სარგებლობის წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო . 2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შესაძლებელია გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი . 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით , რაც უახლოეს სხდომაზე უნდა ეცნობოს საკრებულოს . მუხლი 393. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულებით სარგებლობის წესი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულების საკითხს განიხილავს ფრაქციის სხდომა , რის შემდეგაც ფრაქციის სხდომის ოქმის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს გამოსცემს საკრებულოს თავმჯდომარე და უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს . მუხლი 394. საკრებულოს წევრების მივლინების წესი 1. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად . 2. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად . 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება , საკრებულოს წევრებზე , რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები .“. 9. დებულების 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი : „ 41. გადუდებელი აუცილებლობისას საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება ჩატარდეს ამ მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაუცველად . ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების ადგილი , დრო და დღის წესრიგი . ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას – ინფორმაცია სხდომის დახურვის შესახებ .“. 10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1201 მუხლი : „მუხლი . 1201 პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით 1. ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით , მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის (www.lagodekhi.gov.ge) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია ) მეშვეობით . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , პეტიციის წარდგენის მიზნით მომხსენებელი , ხოლო იმ შემთხვევაში , თუ მომხსენებელთა რაოდენობა აღემატება ერთს , ერთ -ერთი მომხსენებელი რეგისტრირდება მომხმარებლად , რისთვისაც მიუთითებს სახელს , გვარს , დაბადების თარიღს , პირად ნომერს , ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის ) დასკანერებულ ასლს . მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა /სიმბოლოები , რომლის დადასტურების შემდეგ მომხსენებელი კოდური სიტყვა /სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას . 3. მომხსენებელი ვალდებულია ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში , ქართული Sylfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით , თან დაურთოს ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები . 4. ამ მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე . აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვის დასტური , მომხსენებელს ეგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე , ასეთის მითითების შემთხვევაში . 5. ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებულ ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი , მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე არ ასახავს, თუ : ა ) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს ; ბ ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს ; გ ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე -2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს . 6. ამ მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე . 7. ამ მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად , პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლედ , ამომრჩევლები აპლიკაციაში , ქართული Sylfaen შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს , გვარს , პირად ნომერს , რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს და მობილური ტელეფონის ნომერს . პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად , ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს , რომ გაეცნო პეტიციის შინაარს და ეთანხმება მას . აპლიკაციაში ამომრჩევლის მონაცემების ხელმომწერთა სიაში დამატება ხდება მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილი კოდური სიტყვის /სიმბოლოების მეშვეობით ხელმოწერის დადასტურების შემდეგ და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უთითებს ხელმოწერის განხორციელების თარიღს . ერთი მობილური ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს 5 პირის რეგისტრაციის მიზნით . 8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად , ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე . თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა , მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო , აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას . ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის . 9. აპლიკაცია უზრუნველყოფს , რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იმავე პირადი ნომრით . 10. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას , პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და მომხსენებლ (ებ )ის სახელ (ებ )სა და გვარ (ებ )ს . 11. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში , ამომრჩევლის მიერ ამ რეგლამენტის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით და 120-ე მუხლის მე -5 პუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ , აპლიკაციის ,,რეგისტრაციაზე გაგზავნის “ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს , მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სიას , აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას . საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ , აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს , თარიღისა და დროის მითითებით . 12. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და 120-ე მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებთან , ასევე , პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე , ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით და 120-ე მუხლის მე -5 პუნქტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი . 13. ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის მე -61 პუნქტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე .“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები