დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016277 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2018 - 04/05/2018)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №25 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი (დანართი №1).
|
2.
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის №30 დადგენილება (სსმ, 08/09/2015, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.129.016180).
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 01 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს
წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი |
| მუხლი 1 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 410 (ოთხას ათი) ლარით ყოველთვიურად.
|
| მუხლი 2 |
1.
პირველ მუხლით განსაზღვრული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის. |
2.
საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით და სარეგისტრაციო ფურცლებზე ხელმოწერით.
|
3.
ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს შეხვედრის მინიმუმ სამი მონაწილის მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება ოქმზე ხელის მომწერი პირის სახელი და გვარი.
|
4.
საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო საკრებულოს ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.
|
5.
საკრებულოს წევრმა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს, შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს ან საკრებულოს აპარატს.
|
6.
თუ საკრებულოს წევრი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, წარმოადგინოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
|
7.
საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი.
|
| მუხლი 3 |
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
|
2.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების, ამომრჩევლებთან შეხვედრის მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს თვის 01 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2) და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარე ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით საკრებულოს წევრებისთვის განსაზღვრავს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას.
|
3.
თანხის გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
|
| მუხლი 4 |
1.
საკრებულოს თავმჯდომარეს დაერიცხოს 35 ლარის სასაუბრო დრო სამსახურებრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე.
|
2.
საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისა) დაერიცხოს 20 ლარის სასაუბრო დრო სამსახურეობრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე.
|
3.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს დაერიცხოს 15 ლარის სასაუბრო დრო სამსახურებრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე.
|
4.
საკრებულოს სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე დადგინდეს საწვავის თვიური ნორმა 500 (ხუთასი) ლიტრი.
|
დანართი №2
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს
წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები (თვე, წელი) |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები