დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.152.016339 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მეშვიდე პუნქტების და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017, 010260020.35.152.016315) შეტანილ იქნეს ცვლილებები. კერძოდ, დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“
1) მე-11 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. 2. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და მერის დავალებების შესრულებას.“. 2) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.“. 3) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე; |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები