„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017078
94
02/03/2018
ვებგვერდი, 05/03/2018
200090000.22.033.017078
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №94

2018 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:

1. 81-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 912, 99-ე, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 153-ე, 1531, 1537, 1541, 1542, 1551 – 1556, 157-ე, 1571 – 1573, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე – 1653, 16510, 178-ე, 1793, 1911, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

5. საგადასახადო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 1537, 157-ე, 165-ე, 16510, 1793, 1911, 194-ე და 195-ე მუხლებით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში, ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 ან 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას.“.

2. 82-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 ან 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული  დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე