საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 875
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 07/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
875
23/05/2001
სსმ, 60, 07/06/2001
0000.00.00.000000
საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს იმიგრაციის შესახებ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად 200 ერთეულით განსაზღვრული საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტა.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული საიმიგრციო კვოტა გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომელთა განცხადებები საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილია 2000 ან 2001 წელს და იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმოებაში.

3. 2001 წლის 1 ოქტომბრამდე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადოს კანონპროექტი საიმიგრაციო კვოტის განსაზღვრის წესის შესახებ.

4. ეს დადგენილება ამქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.

თბილისი,

2001 წლის 23 მაისი.

№875IIს