დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიმშში მდინარე რიონზე უსახელო ხიდისთვის დათუნიკა სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.117.016001 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №21
2018 წლის 23 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიმშში მდინარე რიონზე უსახელო ხიდისთვის დათუნიკა სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „გეორგაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიმშში მდინარე რიონზე უსახელო ხიდს მიენიჭოს დათუნიკა სხირტლაძის სახელი (რუკა თან ერთვის).
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 (ოთხი) თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).
4. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები