დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.10.003.020424 |
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2014,130040000.10.003.017794) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამსახურს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0178, უცნობ გმირთა ქუჩა №51/53.“. 2. მე-13 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და საშტატო ნუსხას;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო-სპეციალურ ან სამხედრო წოდებებს, პოლკოვნიკის ჩათვლით;“; გ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების ოდენობას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები