დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4457 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 01/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016446 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: ა.ა) მე-13 მუხლის 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „43. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი, გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, ხოლო საქონლის დროებით შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება დროებით შენახვის საერთო ვადა დღეებში.“; ა.ბ) 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდს ბოლოში ემატება – „/1„. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება შენახვის საერთო ვადა დღეებში.“; ა.გ) მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შიდა გადამუშავების ვადა დღეებში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება გადამუშავების საერთო ვადა დღეებში.“; ა.დ) 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის გარე გადამუშავების ვადა დღეებში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება გადამუშავების საერთო ვადა დღეებში.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) „ნაწილი 13. სამართალდარღვევათა კლასიფიკატორის“ მე-2 პუნქტის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების“ „34“-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „35“ გრაფა:
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები