„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4458
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/03/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016445
4458
01/03/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
000000000.00.00.016445
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №4458

2018 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“:

ი.ა) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამმართველო.“;

ბ) მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ – „თ4“ ქვეპუნქტები:

„თ1) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

2) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსისათვის;

3) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციისა და შემსრულებლამდე დაყვანის უზრუნველყოფა;

4) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლი შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე.“;

გ) 81 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;

დ) 82 მუხლის:

დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი;“;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელება დაკვირვების (მათ შორის, ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის) გამოყენებით;“;

 

დ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის სხვა პროცედურების განხორციელება;“;

დ.დ) „ო“ – „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.ე) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;

ე) მე-17 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამმართველო ახორციელებს:

ა) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;

ბ) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;

გ)  კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;

დ)  საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                               გიორგი თაბუაშვილი