„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4350
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016444
4350
28/02/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
000000000.00.00.016444
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №4350

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის № 34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის № 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) სამსახურის კუთვნილი ქონების, მათ შორის, თანამშრომლის სარგებლობაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის განკარგვა ან მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენება ან სხვა სახით არამიზნობრივი სარგებლობა;

ვ) სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა.“.

ბ) მე-17 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი.

171. თანამშრომლის არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა

1. არასაპატიო მიზეზით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, ამ შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელს ხელფასიდან შესაძლოა დაუკავდეს თანხა შემდეგი ოდენობით, კალენდარული თვის განმავლობაში, ჯამურად:

ა)   ერთიდან 15 წუთამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან ადრე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 0,8%;

ბ)  15 წუთიდან 30 წუთამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 1,5%;

გ)  30 წუთიდან 1 საათამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 3%;

დ) 1 საათიდან 4 საათამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 4,5%;

ე)  4 საათი და მეტი დროით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 6%.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისას, ხელფასის დაკავება ხორციელდება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თვის მომდევნო თვის ხელფასიდან. ზემოაღნიშნული წესით ხელფასის დაკავება არ განხორციელდება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მომდევნო თვეს თანამშრომელთან შეწყდება შრომითი ურთიერთობა.

3. პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს აწვდის ანგარიშს წინა თვის განმავლობაში სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადებული/ სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასული თანამშრომელთათვის ხელფასის დაკავებისა და დასაკავებელი ხელფასის ოდენობის თაობაზე. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ამზადებს სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს თანამშრომლის ხელფასის დაკავებას.

4. ამ შინაგანაწესის მიზნებისათვის, თანამშრომლის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოცხადდება ამ შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ თანამშრომლის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ჩაითვლება საპატიოდ, თუ თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო უფროსს დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის მიზეზის მითითებით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული დაგვიანებით გამოცხადება/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა საპატიოდ ჩაითვლება თუ არ აღემატება სამ შემთხვევას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                   გიორგი თაბუაშვილი