,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016251
17
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010260020.35.168.016251
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის     დებულების  დამტკიცების  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  21 დეკემბრის   №2 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 25.12.2017, 010260020.35.168.016228)  შევიდეს  შემდეგი  სახის  ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-3   პუნქტის „ბ“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ბ.ა)  სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას;

ბ.ბ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებას.“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს „დ.ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახური, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილებას.“.

3. მე-10   მუხლის  მე-3  პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ეკონომიკის  სამსახური, რომელიც მოიცავს:

თ.ა) ქონების  მართვისა  და  მატერიალურ-ტექნიკური   უზრუნველყოფის   განყოფილებას;

თ.ბ) ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა  და საერთაშორისო  პროექტების განყოფილებას;

თ.გ) შესყიდვების  განყოფილებას.“.

4. მე-10   მუხლის  მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს:

ი.ა)  სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას;

ი.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი