დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016538 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110414010, 14/04/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ.დ“ ქვეპუნქტი: ,,ჰ.დ ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგი.“. 2.დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები: ,,ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი; „მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი.“.
1. მე-5 მუხლის: ,,ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა; “. ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება.’’; გ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა საკვალიფიკაციო, მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპოდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება -მოვალეობების განხორციელება;“ დ) ,, კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის ჩათვლით და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებში; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის კონსოლიდაცია და მისი შესრულების მონიტორინგი; სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების (ინსპექტირება, შიდა აუდიტი) დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შიდა აუდიტებისა და ინსპექტირებების შედეგების წარდგენა, აუდიტების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება.“; 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ ‘’ და ,,მ “ ქვეპუნქტები: ,,ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება, აღდგენა და გაუქმება; დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი კატეგორიის პილოტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება. უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება, გაუქმება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტების საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა; საერთო დანიშნულების ავიაციის, მათ შორის საავიაციო სამუშაოების, სპეციალიზებული ექსპლუატაციის სხ-ების (მათ შორის ძრავის გარეშე), კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის შესახებ და ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი: – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება – განხილვაში მონაწილეობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ სემინარებში, შეხვედრებში მონაწილეობა; სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება; სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები