„სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017484
23/ნ
07/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
040030000.22.022.017484
„სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №23/ნ

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110810008, 10/08/2011; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016171) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“.

2. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“.

3. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.“.

4. პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“.

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (შემდგომში – CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი