„საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშროლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017485
24/ნ
07/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
430210000.22.022.017485
„საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშროლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშროლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №24/ნ

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საფრნგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის “საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის №113/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017019) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“.

3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

4. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project – PICS)  ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია:

ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება; 

ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.“.

გ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი