დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.142.016195 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.142.016181) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მერიის ზედამხედველობის სამსახური.“. 2. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.“. 3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“პუნქტი: „81) მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების, მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები