„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017487
26/ნ
07/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
430210000.22.022.017487
„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №26/ნ

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №57/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017131) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის:

ა) „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გენერალური დირექტორი – სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“ .

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი