დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისსა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.104.016364 |
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.10.2014, სარეგ. კოდი: 010250050.35.104.016190):
|
ა)
დადგენილებას დაემატოს 31 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31 დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №4).“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინამდებარე წესი არეგულირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით;“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი:“ |
დ)
დანართი №1-ის მე-4 მუხლის: |
დ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი-მუნიციპალიტეტის საკრებულოში საორგანიზაციო განყოფილება და მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება, ხოლო ვებგვერდზე ინფორმაციის დროულ განთავსებასა და რედაქტირებაზე-მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები;“ |
დ.ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ინფორმაციის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს მიეწოდება ამ დადგენილების დანართი №4-ით გათვალისწინებული ინფორმაცია.“ |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 –„საჯარო ონფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“-ს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მოთხოვნის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში დადგენილი წესით ან/და გაიგზავნოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე-განცხადება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3), დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით და გადაეცეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.“ |
ზ)
დადგენილების დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.“ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები