ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 871
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 17/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
871
27/04/2001
სსმ, 51, 17/05/2001
0000.00.00.000000
ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ

ითვალისწინებს რა საზოგადოების აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალზე გახშირდა საქართველოდან ხის მორების გატანა, რაც ქმნის მრავალ პრობლემას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ტყითსარგებლობის ლიცენზიის გამცემ უწყებათაშორის სატენდერო კომისიას, ტყითსარგებლობის ლიცენზია კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებთან ერთად გასცენ აგრეთვე იმ პირობით, რომ ხის მორების სამრეწველო გადამუშავება მოხდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

2. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნებისმიერი სახის ჭრით მიღებული ხის მორების ექსპორტის მცდელობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს სათანადო რეაგირებისათვის.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტებს, მოამხადონ სათანადო საკანონმდებლო წინადადებები შესაბამისად ხე-ტყის ექსპორტის მოსაწესრიგებლად და ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გასამკაცრებლად.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი.

თბილისი,

2001 წლის 27 აპრილი.

N871-IIს